შარლოტა ბრონტე – „ეპიზოდი”

გამოჩენილმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა - შარლოტა ბრონტემ (1816-1855 წლები), თავისი საყოველთაოდ ცნობილი ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანის – „ჯეინ ეარი”-ის მეორე გამოცემა, მისთვის კუმირად ქცეულ თანამემამულე ლიტერატორს – უილიამ თეკერეის მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოება წიგნის პირველივე ფურცელზე გახლდათ დაფიქსირებული, რაც სხვა მკითხველთა მსგავსად, უილიამისათვისაც კარგად გახლდათ შესამჩნევი. მიუხედავად ეგზომ დიდი პატივის დადებისა, თეკერეისაგან, როგორც მადლიერი ჯელტმენისაგან, ბრონტეს ერთი სამადლობელი სიტყვაც კი არ მიუღია.

მას შემდეგ, რაც „ჯეინ ეარი”-ს მეორე გამოცემა ჩაეშვა გაყიდვაში, ავტორმა სხვადასხვა სახის წერილების მიღება დაიწყო უცხო ადამიანებისაგან. ისინი თავშეკავებულად, მაგრამ მაინც მკაცრად განიკითხავდნენ ასეთი საქციელისთვის მას. იყო ისეთი ავტორებიც, რომლებიც შარლოტას თეკერეისადმი უფრო მეტი პატივისცემის გამოჩენისაკენ მოუწოდებდნენ.

ბრონტე თავდაპირველად ძალიან დააბნია და გააკვირვა თავს დატეხილმა კრიტიკამ. მას ხომ თეკერეისათვის არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ღრმა პატივისცემის ნიშნად, „ჯეინ ეარი”-ს მეორე გამოცემა მიუძღვნა. თუმცა მას შემდეგ, რაც უილიამის ბიოგრაფიას კარგად გაეცნო, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა: რომანის მთავარი პერსონაჟის – მისტერ როჩესტერის მსგავსად, თეკერეისაც ჭკუიდან შეშლილი ცოლი ჰყავდა, ვისაც საგულდაგულოდ მალავდა სახლის სხვენზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების თვალისგან. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უილიამმა ზუსტად ისეთივე ცხოვრების ისტორია განვლო, როგორიც „ჯეინ ეარი”-ს მთავარმა პერსონაჟმა. შედეგად, თეკერეიმ ივარაუდა, რომ შარლოტამ აღნიშნული ნაწარმოებით არა მხოლოდ საჯაროდ გამოიტანა მისი ოჯახის ცხოვრებისეული პერიპეტიები, არამედ ამით დასცინა კიდეც მას, რაც რაღა თქმა უნდა, ბრონტეს აზრადაც არ გაუვლია. პირიქით…

როგორც კი ყოველივე ეს ნათელი გახდა შარლოტასათავის, მან საჯაროდ მუობოდიშა მისთვის კუმირად ქცეულ კოლეგას, ხოლო რომანის შემდგომი გამოცემებიდან ამოღებული იქნა უილიამ თეკერეის სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)

უილიამ თეკერეი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>