სპარტანული აღზრდა – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 12 წლის ასაკამდე სპარტელ ვაჟებს არანაირი ტანისამოსით არ შეეძლოთ სარგებლობა. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ელადა მთაგორიანი ქვეყანაა და დღისით თუ თბილა იქ, ღამით საკმაოდ აგრილდება ხოლმე. შედეგად, სრულიად შიშველი ბავშვებისათვის ღამის სიცივე დიდ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. იმისათვის, რომ სპარტანული წესით მზარდი ყმაწვილები ღამის სიცივეს გამკლავებოდნენ, სახელდახელო საწოლს ისეთი მსუსხავ-ბუსუსებიანი მცენარისაგან იმზადებდნენ, როგორიც გახლავთ – ჭინჭარი. ჭინჭარი მოზარდებს კი სუსხავდა, თუმცა პარალელურად არა მხოლოდ სხეულს უკაჟებდა მათ, არამედ სითბოთიც უზრუნველყოფდა, რაც ასე აუცილებელი იყო სპარტელი ყმაწვილებისათვის ელადის ცივი ღამეების დროს. – (ავტორი გენია.ჯი)