ბალხაშის ტბა – „ეპიზოდი”
ცენტრალურ აზიაში არსებული ქვეყნის – ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული - ბალხაშის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რამდენიმე საინტერესო და მეცნიერულად აუხსნელი გარემოების გამო იპყრობს ყურადღებას. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდ გამოცანად კი მაინც ის რჩება, რომ ბალხაშ-ალაქოლის ვრცელ ქვაბულში მოქცეული მსოფლიოს სიდიდით მე-14 ტბის წყლის ერთი ნახევარი – მტკნარია, მეორე კი – მარილოვანი, ანუ მლაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბალხაშის ტბა ერთადერთი ტბაა მთელ დედამიწაზე, რომლის წყალსაც ეგზომ მრავალი ქიმიური ნიშან-თვისება ახასიათებს.
ბალხაშის გაუდინარი ტბა, რომლის საერთო ფართობი 16,4 კვადრატული კილომეტრია და რომლის მაქსიმალური სიღრმე 26,5 მეტრი, 605 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი დასავლეთი ნაწილი მტკნარი წყლისაგან შედგება, აღმოსავლეთი ნაწილი კი მლაშე წყლისაგან (აღნიშნული გარემოების გამო, ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს ხშირად – ზღვადაც კი მოიხსენიებენ). ამის ფონზე საკვირველია ის, რომ ბალხაშის ტბის წყლები ერთმანეთში არ ირევიან და მკაცრად დადგენილ საზღვრებში განაგრძობენ თანაარსებობას.
განსაცვიფრებელია ისიც, რომ მიუხედავად ერთობ მდიდარი მარილოვანი ნიადაგისა, წყალქვეშა და ხმელეთის მცენარეულობა მის სანპიროებზე მაინც არ გადაშენებულა. შედეგად, მისი ეკოსისტემა თამამად შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც – ფენომენალური.
ბალხაშის ტბის წყლებში 20 სახეობის თევზია გავრცელებული. მის სანაპირო ზოლში 120 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათ შორის – თეთრკუდიანი არწივები, ყანჩები, გედები და ასე შემდეგ.
ბოტანიკოსებს აოცებს ბალხაშის იშვიათი სახეობის მცენარეულობის მრავალფეროვნება. მცენარეულობისა, რომელთაც უფესვოდ ძალუძთ ცხოვრება წყალში. მის სანაპიროებს ასევე მიიჩნევენ დღეისათვის გადაშენებული – კასპიური ვეფხვის მშობელ მხარედაც. – (ავტორი გენია.ჯი)
ბალხაშის ტბა