ბურჟუაზია და ნაციზმი – „ეპიზოდი”
1933 წლის 4 იანვარს, ცნობილი გერმანელი ბანკირის – კურტ ფონ შრიოდერის მდიდრულ აგარაკზე, კიოლნთან ახლოს, მსხვილ გერმანელ ბანკირებსა და მწარმოებლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადოლფ ჰიტლერთან ერთად, გერმანიის ყოფილი კანცლერი – ფრანც ფონ პაპენიც დაესწრო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნულ შეკრებაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებ, რომ გერმანიის ხელისუფლება ნაცისტების ლიდერისათვის მიენდოთ (ჩაებარებინათ). თუმცა ეს არ იყო პირველი შეხვედრა ჰიტლერსა და წამყვან გერმანელ საქმოსნებს შორის. მანამდე, ერთი წლით ადრე გამართულ შეხვედრაზე, მათ საკუთარ თავზე აიღეს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის გულუხვი დაფინანსება.
1933 წლის 30 იანვარს, გერმანიის რაიხსპრეზიდენტმა – ფონ ჰინდერბურგმა ადოლფ ჰიტლერი ქვეყნის უმაღლეს ხელსუფლად აკურთხა. ერთი სიტყვით, ნაცისტები ხელისუფლებაში მისმა უდიდებულესობებმა – „ფულიანმა ტომრებმა” მოიყვანეს, რის გამოც ნაციზმი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ – „ბურჟუაზიის ნადვილ შვილად”.
ამის დასტურია ის უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის უცხოურებიც, რომლებიც სხვადასხვაფორმებით უდგნენ გვერდში კაცობრიობის უბოროტეს ძალას წლების განმავლობაში.
აი, მათი არასრული სია:
Siemens – ეს უდიდესი გერმანული კონგლომერატი არა მხოლოდ კონცლაგერების ტყვეებს ამუშავებდა მონებად თავის საწარმოებში, არამედ სწორედ რომ კონცლაგერების კრემატორიუმების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, იგი სარაკეტო შეიარაღების წარმოებაშიც უწყობდა ხელს გერმანელ ნაცისტებს;
* * *
Standard Oil – აფინანსებდა მესამე რაიხის სამხედრო წარმოებას და მასიურად აწვდიდა საწვავს, ტექნოლოგიებსა და ავიამოტორებს ვერმახტის ჯარებს;
* * *
Bayer – კონცლაგერთა გაზის კამერებისთვის აწარმოებდა მომწავლელ გაზს „ციკლონ B”-ს;
* * *
Kodak – ვერმახტისთვის აწარმოებდა დეტონატორებს. გარდა ამისა, მონურ შრომას აწარმოებინებდა კონცლაგერებში მობინადრე გაუბედურებულ ადამიანებს;
* * *
Hugo Boss – კერავდა სამხედრო ტანისამოსს ვერმახტის ჯარისკაცებისათვის;
* * *
General Motors – მესამე რაიხისათვის აწარმოებდა სამხედრო ჯავშანმანქანებს, ლუფტვაფესათვის თვითმფრინავებს. გარდა ამისა, დამრტყმელ ავიაციას უზრუნველყოფდა თვითმფრინავების მოტორებით.
გარდა ზემო აღნიშნული კომპანიებისა, გერმანელ ნაცისტებთან ასევე თანამშრომლობდნენ ისეთი პოპულარული კომპანიები, როგორებიცაა – „კოკა-კოლა”; „ფორდი”; „იკეა”; „ბმვ”; IBM”; ოპელი” და სხვანი და სხვანი. – (ავტორი გენია.ჯი)