სოფოკლე – „ეპიზოდი”
პოეტებისა და ლიტერატორების გაღმერთება ფრიად იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა ანტიკური ხანის საბერძნეთში. ასეთი პატივი ელადაში მხოლოდ რამდენიმე ლეგენდად ქცეულ შემოქმედს ხვდა წილად – ჰომეროსს, არქილოქესა და ესქილეს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათ გარდა იყო კიდევ ერთი არისტოკრატული წარმომავლობის მქონე გენიალური ძველ ბერძენი ლიტერატორი (დრამატურგი) – სოფოკლე (ძვ.წ.აღ-ით 497-406 წლები), ვისი სახელიც მშობელმა ხალხმა მიწის მიბარების შემდეგ კულტად აქცია და ღმერთშემოსილ ადამიანთა ნუსხაში შეიყვანა. ამ მნიშვნელოვან მოვლენას ორი გარემოება განაპირობებდა: პირველი ის, რომ სოფოკლეს სულიერი ცხოვრების გზა ზევსისა და აპოლონის სიბრძნეში იღებდა დასაბამს; და მეორეც – სოფილოსის ძე, ვინაც ცნობისათვის, ასკლეპიოსთა კასტას მიეკუთვნებოდა, თავისი 50 წლოვანი ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას ამა თუ იმ პოეტურ ტურნირში და მთელი ამ ხნის განმავლობაში არასოდეს დაშვებულა მეორე ადგილის დაბლა. – (ავტორი გენია.ჯი)