ალექსანდრე ყაზბეგი – „ეპიზოდი”
გრიგოლ ორბელიანის მიერ „ქართველების ჰომეროსად” წოდებული გენიალური ქართველი ლიტერატორი – ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893 წლები), მწერალთათვის არადამახასიათებელი ერთი უცნაური უნარით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ ლიტერატორთა უდიდესი ნაწილი ამა თუ იმ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში მაქსიმალურ მყუდროებას ეძებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მუშაობის ძალის მარგი კოეფიციენტი ნულზე ეცემა. ალექსანდრეს კი მათგან განსხვავებით, ხმაურიან გარემოში, ლაპარაკისა და ყაყანის დროსაც შეეძლო ეწერა თავისი შედევრი ლიტერატურული ქმნილებები. ამ გარემოებას ბუმბერაზი ქართველი მწერალი თავად ასე ხსნიდა ელისაბედ ყაზბეგისათვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში: „ – ქალო, ვერ წარმოიდგენ რა სახით ამიყოლია ჩემმა მოთხრობების წერამ. სადაც მივდივარ ჯიბით დამაქვს ჩემი ქაღალდები და ისე გავერთობი ხოლმე, რომ სხვების ლაპარაკი, ყიჟინა, სრულებით არ მესმის და რაც უნდა ხმაურობა იყოს ჩემს გარშემო, მე დამშვიდებული შემიძლიან ვსწერო”. – (ავტორი გენია.ჯი)