სოფოკლე წერდა…
„სიავისათვის არავინაა მიუწვდომელი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც უნდა, რომ მეტხანს იცოცხლოს, ვიდრე ბედისგან ერგება ხანი, შეუფერებელს ესწრაფვის იგი, ცხადზე ცხადია ჩემთვის ეს სიბრძნე”.
* * *
„რაც არ შემფერის, ნუ მეტყვით”.
* * *
„რაც თვით არ ვიცი, არ მიყვარს ხოლმე მასზე მსჯელობა”.
* * *
„ავ ფიქრთ გარეშეა ცხოვრება ტკბილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედნიერად ნუ ჩათვლის ხოლმე მოკვდავს მოკვდავი, სანამდის იგი ყველანაირი ტანჯვის გარეშე არ გადალახავს სიცოცხლის სამანს”.
* * *
„არ დაიბადო – აი, რა არის ყველაზე კარგი და მერე ის, რომ უკეთუ იშვი, საჩქაროდ ისევ იქვე დაბრუნდე, საიდანაც მოხველ. როცა გაივლის ახალგაზრდობა უზრუნველი და ქარიფანტია, რა ტანჯვა არის, შენ არ გეწვიოს, რა ჯაფა, შური ანდა ზვაობა, შუღლი, ბრძოლა და ანდა მკვლელობა? ბოლოს კი მოდის საძულველი, ძალადამცლელი, მარტოდ შთენილი და უამური სიბერე, რათა სიავეთა ყველა სიავე ერთად აცხოვროს”.
* * *
„არც რამე ტანჯვა არის და არც ჭირია, არც შერცხვენა და დატირება არის ისეთი, ჩვენს სიმწარეში ჩემი თვალით რომ არ მეხილოს”.
* * *
„თუ სიკვდილია, დაე მოვკვდე”. – (ავტორი გენია.ჯი)