ხალხური – „ირმისა ნუკრი პატარა”

ირმისა ნუკრი პატარა

მთიდან ჩამოჰყვა ნიავსა,

მოიბალახა კორდები,

პირი არ ახლო იასა,

უყვარს სერებზე კუნტრუში

ველებს დაეძებს მზიანსა,

მთებისა მფრთხალი შვილია,

ბიჭო, ნუ ესვრი ტყვიასა!

კომენტარის დატოვება