„დამაკვირდი”
„მიყვარს საზოგადოდ ბავშვი. უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას. მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები”!.. – აკაკი წერეთელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან ადამიანისა არა მჯერა. ეჭვი მღრნის”. – უილიამ ფოლკნერი
* * *
„ნევრასტენი – ეს საჰაერო კოშკების მშენებელი სუბიექტია, შიზოფრენი – ერთ-ერთ ასეთ კოშკში მცხოვრები ადამიანი; ფსიქიატრი კი – პიროვნება, რომელიც ამ ადამიანებისაგან საიჯარო გადასახადს და ბინის ქირას კრებს”. – იაკობ ზურგინი
* * *
„ჩემი გაჩენა ბუნებას, ეტყობა, არ ჰქონია განზრახული და მომექცა, როგორც მოულოდნელ და დაუპატიჟებელ სტუმარს”. – ივანე ტურგენევი
* * *
„მოქმედება და სიფხიზლეა ჭირ-ვარამის ერთადერთი წამალი”. – ალექსანდრე კალანდაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შური ნაშიერია სიამაყისა”.
* * *
„ქვეყნის მართვის საქმეში ერთ-ერთი სერიოზული საკითხი შესრულების შემოწმების საკითხია”. – ლენინი
* * *
„გინდა მომკალით, კარგს ვერაფერს ვხედავ”… – ანტონ ჩეხოვი
* * *
„ბევრმა ლაპარაკმა ქოშინი იცის”. – ივანე ტურგენევი
* * *
„ნუ გშურს, კაცო, ნურავისი წარმავალი მიწიერი სიკეთე, რამეთუ ყოველივე ამ ქვეყანაზე – ვითარცა ყვავილია და მინდვრის ბალახი”. – წმინდა ამბროსი ოპტელი – (ავტორი გენია.ჯი)