ირაკლი აბაშიძე – „ცოტაც და უკვე”
ცოტაც და უკვე
„აწ და მარადის”…
მაგრამ მანამდის
მაგრამ მანამდის
კიდევ რიონის,
კიდევ არაგვის,
კიდევ კრწანისის,
კიდევ მარაბდის,
კიდევ ბაღდადის,
კიდევ თვალადის,
კიდევ „ლილეოს”,
კიდევ „ვარადის”,
კუბოს კარამდის,
კუბოს კარამდის.