მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
გამოჩენილ რუს მწერალსა და დრამატურგს – მიხეილ ბულგაკოვს (1891-1940 წლები), ვინაც ავტორი გახლავთ საყოველთაოდ ცნობილი აფორიზმისა – „ხელნაწერები არ იწვიან”, ერთი ახირებული თვისება ახასიათებდა. თვისება, რომელიც სწორედ რომ ხელნაწერების დაწვასთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) ბულგაკოვი ყოველგვარი სინანულის გარეშე ხშირად წვავდა ხოლმე საკუთარი სახლის ღუმელში თავის ჩანაწერებს, მთელ რვეულებს ნაწარმოებთა ესკიზებით. მან ცეცხლს მისცა უზარმაზარი რაოდენობის პირადი დღიური. ცეცხლსვე მოასპობინა გამოსაცემად გამზადებული რომანის – „თეთრი გვარდიის” მეორე და მესამე ტომის ხელნაწერები და ცეცხლივე აქცია ეგზომ პოპულარული ლიტერატურული ქმნილების – „ოსტატი და მარგარიტა”-ს პირველი და სრული ვერსიის გამანადგურებელ საშუალებად, რადგან თავად ავტორს არ მოეწონა იგი განსაკუთრებით.
ბულგაკოვი იმდენად ხშირად წვავდა თავის ხელნაწერებს ღუმელში, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ერთხელ მრავლისმეტყველად უხუმრია კიდეც – „ღუმელი ჩემი საყვარელი რედაქციააო”. – (ავტორი გენია.ჯი)