„დამაკვირდი”
„…დედა-შვილობა… არ ყოფილა მგონი ისეთი ხანა, რომ ეს საკითხი საინტერესო არ ყოფილიყო, რომ ეს გრძნობა, ასეთი რთული და ამავე დროს თითქოს ასეთი გასაგები, არ აღელვებდეს ადამიანს, არ ჰქონდეს სურვილი ჩასწვდეს მის უძირო სიღრმეს და ამოხსნას მისი საიდუმლო”. – სესილია თაყაიშვილი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუდამ დუმილი როდი ვარგა!” – გრიგოლ ბერძენიშვილი
* * *
„რას იზამ, უნდა შეებრძოლო ბუნებას, თუკი აღარ გზოგავს”. – სერგო კლდიაშვილი
* * *
„თებერვალია, მაგრამ ყვავილებს საქართველოში უხვად იშოვით”. – იოსებ ნონეშვილი
* * *
„თამბაქოზე დამოკიდებული კაცისათვის ორმოცი წლის თავზე სიგარეტის უქონლობა განსაკუთრებით მწარე და დამაფიქრებელია”… – ანრი კრეპსი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წესი მოთხოვს, მანდილოსნებს ვინმე ახდლდეს”… – სერგო კლდიაშვილი
* * *
„მართლაც გლეხკაცის სიმღერა სიმღერა კი არა – ერთი გრძელი კვნესაა”. – გრიგოლ ბერძენიშვილი
* * *
„განცდათა სიმრავლე და მრავალფეროვნება ამდიდრებს ყოველი ადამიანის სულიერ სამყაროს”. – ვერიკო ანჯაფარიძე
* * *
„აჰ, ეს სიყვარული! რამდენის ოცნება თავის ნებაზე შეუბრალებლად ჩაშალა, აწეწა და არივ-დარია, თითქოს ადამიანის ცხოვრების დღეები რაღაც კარტის დასტა ყოფილიყოს და სხვა არაფერი!” – სერგო კლდიაშვილი
* * *
„წარსული გვასწავლის, აწმყო კი გვცდის”… – (ავტორი გენია.ჯი)