უილიამ სიუარდ ბეროუზი – „ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი ავანგარდისტი-მწერალი და ესეისტი – უილიამ სიუარდ ბეროუზი (1914-1997 წლები), არა მხოლოდ ლიტერატურითა და ნარკოტიკებით, არამედ მებაღეობითა და ფერმერობითაც იყო გატაცებული. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი, მცენარეების მოტრფიალე მებაღეს საკუთარ მამულში მხოლოდ და მხოლოდ ორი სახეობის მცენარეული კულტურა მოჰყავდა. პირველი გახლდათ – ბამბა. ბამბის პლანტაციიდან უილიამი გარკვეულ შემოსავლებს რომ იღებდა, მისი ერთ-ერთი წერილიდანაც ირკვევა. „ბამბა მართლაც რომ ხარისხიანი გამოვიდა, მაგრამ მოსავლის აღებამ და სოფლის სამეურნეო ტექნიკის მოხმარებამ შემოსავლის დიდი ნაწილი სრულიად შთანთქაო”, – წუხდა იგი თავისი ერთგული მეგობრის – ალენ ჰინზბერგისადმი მიწერილ წერილში. აი, მეორე მცენარეული კულტურა კი, რომელიც ეგზომ სახელოვან ამერიკელ ლიტერატორს მოჰყავდა საკუთარ მამულში – კანაფი იყო. თუმცა ბამბისაგან განსხვავებით, ამ უკანასკნელით მწერალს არასოდე უვაჭრია. კანაფი ნარკოტიკების მოყვარულ ლიტერატორს საკუთარი მოხმარებისათვის მოჰყავდა მხოლოდ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>