ალექსანდრე პუშკინის საფლავის შესახებ…
ფრანგი მონარქისტის – ჟორჟ შარლ დანტესის მიერ დუელში მოკლული გენიალური რუსი პოეტის – ალექსანდრე პუშკინის ცხედარი ივანე მრისხანეს მიერ ფსკოვის გუბერნიაში აგებულ სვიატოგორსკის მიძინების მონასტრის ეზოში მიაბარეს მიწას. „საუკეთესო ადგილად დედამიწაზე მე მივიჩნევ იმ ბორცვს, რომელზედაც პუშკინია დაკრძალულიო”, – განუცხადებია მოგვიანებით გამოჩენილ რუს მწერალს – კონსტანტინე პაუსტოვსკის. (ავტორი გენია.ჯი) იდილია, რომელიც პუშკინის საფლავზე დიდი ხნის განმავლობაში სუფევდა, მეორე მსოფლიო ომის ქრონიკამ დაარღვია… ფსკოვიდან უკანდახევის წინ, ვერმახტის ჯარისკაცებმა პოეტის საფლავის ქვის ძირი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმეს. გარდა ამისა, გერმანელმა ჯარისკაცებმა პუშკინის საფლავის ქვეშ გაიყვანეს 20 მეტრიანი გვირაბი, რომელიც ასევე „მსუყედ” იქნა დანაღმული ფუგასური და ავია-ბომბებით. თუმცა ამით მათი ფანტაზია არ ამოწურულა. გერმანელებმა პოეტის საფლავის ირგვლივ სრულიად ახალი – RMi-ის წარმოების ნაღმებიც განათავსეს. ნაღმები, რომელთა მოქმედების პრინციპი საბჭოთა ჯარისკავებისათვის მაშინ სრულიად უცნობი იყო.
ფსკოვის განთავისუფლების შემდგომ, ალექსანდრე პუშკინის საფლავი საგულდაგულოდ გაინაღმა წითელარმიელების მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული პოეტის საფლავის განაღმვას 9 მამაცი საბჭოთა გამნაღმველის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად მსხვერპლისა, განაღმვისას წარმოებულ პატარ-პატარა აფეთქებებს პუშკინის საფლავი არ დაუზიანებიათ. სამაგიეროდ, დაზიანებული იქნა პოეტის უკანასკნელ განსასვენებელზე აღმართული ძეგლი, რომელსაც მოგვიანებით რესტავრაცია ჩაუტარდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე პუშკინის საფლავი