ჟორჟ როდენბახი

ჟორჟ როდენბახი - დაიბადა 1855 წლის 16 ივლისს ტურნეში.იგი გახლდათ გამოჩენილი ბელგიელი,ფრანგულენოვანი მწერალი.წარმომავლობით საკმაოდ ცნობილი ბელგიური ოჯახიდან იყო.სწავლა გენტის კოლეჯში დაიწყო,სადაც დაუახლოვდა გამოჩენილ ბელგიელ მწერალს,პოეტ-სიმბოლისტს და სიმბოლიზმის სკოლის ერთ-ერთ დამაარსებელს – ემილ ვერჰარნს (1855-1916 წლები).პირველი ლექსების წიგნი ჟორჟმა 1877 წელს გამოაქვეყნა სახელწოდებით “კერა და ველი”.1887 წელს ცხოვრობდა პარიზში,სადაც მეგობრობდა გამოჩენილ ფრანგ პოეტთან სტეფან მალარმესთან (1842-1898 წლები),გენიალურ ფრანგ სკულპტორთან და მოქანდაკესთან ოგიუსტ როდენთან (1840-1917 წლები),დიდ ფრანგ მწერალთან და დრამატურგთან სლფონს დოდესთან (1840-1897 წლები) და სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე წარმატებული მის შემოქმედებაში აღმოჩნდა 1892 წელს დაწერილი და გამოქვეყნებული ფრანგულ გაზეთ “ფიგაროში”,ნოველა – “მკვდარი ბრიუგე”,რომელმაც მას უდიდესი წარმატება მოუტანა.აღსანიშნავია,რომ ამ ნაწარმოების მიხედვით არაერთი ფილმი იქნა შემდგომში გადაღებული.ხოლო ცნობილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა ერიხ ვოლფგანგ კორნჰოლდმა (1897-1967 წლები) მის მოტივზე დადგა ოპერა “მკვდარი ქალაქი”.ჟორჟმა ბრიუგეს კიდევ ერთი ნაწარმოები (რომანი) მიუძღვნა 1897 წელს.დღემდე ჟორჟი მიიჩნევა უდიდეს ფრანგულენოვან მწერალ-სიმბოლისტად და მისი თარგმნილი ნაწარმოებები გავრცელებულია არაერთ ქვეყანაში.ჟორჟ როდენბახი გარდაიცვალა 1898 წლის 25 დეკემბერს პარიზში. (ავტორი გენია.ჯი)