ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…
„კაცობრიობა, მადლობა ღმერთს, წინ მიდის და დადგება ის დრო, როდესაც ადამიანი უპასპორტოდ და სიკვდილით დაუსჯელადაც იოლას გავა”. – (იონიჩი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ოჰ, რა ცოტა იცის იმან, ვისაც არავინ თავის დღეში არ ჰყვარებია! მე მგონი, სიყვარული სწორად ჯერ არავის არ აუწერია. ძალზე ძნელია ასწერო ეს ნაზი და თან მტანჯველი გრძნობა. ვისაც თუნდ ერთხელ მაინც განუცდია სიყვარული, ვერასოდეს ვერ შესძლებს ამ გრძნობის სიტყვით გადმოცემას”. – (იონიჩი)
* * *
„სანამ ახალგაზრდა, ძალ-ღონით სავსე და მხნე ხართ, დაუღალავად სთესეთ სიკეთე. ბედნიერება არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. თუ ცხოვრებაში რაიმე აზრი და მიზანია შთანერგილი, ეს აზრი და მიზანი ბედნიერებაში კი არ უნდა ვეძებოთ, სხვა რაღაც უფრო გონივრულ და დიდებულ რამეში უნდა ვპოვოთ. სიკეთე სთესეთ!” – (კინკრიჟა)
* * *
„ნუ ლაპარაკობ ისეთ რამეზე, რისაც არაფერი გაგეგება!” – (სულიკო)
* * *
„ვიდრე ქალი ზრდაშია, დედის გავლენის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს”. – (იონიჩი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველას თავისი უცნაურობა ახასიათებს”. – (იონიჩი)
* * *
„რა სწრაფად მირბის დრო!” – (სულიკო)
* * *
„სასაფლაოზე – ყოველ ჩაბნელებულ ჭადარში, ყოველ სამარეში ჩაქსოვილია რაღაცა იდუმალება, საიდუმლოება, რომელიც მშვიდს, მშვენიერსა და სამარადისო ცხოვრებას გვიქადის. საფლავის ქვების, დამჭკნარი ყვავილებისა და მათთან ერთად შემოდგომის დაცვენილი ფოთლების სურნელება ირგვლივ შენდობის, შეწყალებისა და განსვენების გრძნობას მიმოაბნევს”. – (იონიჩი)
* * *
„ყველას თავისი გზა აქვს”. – (ხრამში)
* * *
„საშინელი არის, კაცს არავითარი აზრი და შეხედულება არ გქონდეს”. – (სულიკო) – (ავტორი გენია.ჯი)