ფრანსუა დიუვალიე – „ეპიზოდი”
ოკულტიზმით გატაცებული ჰაიტის „უკვდავი და სამუდამო პრეზიდენტის” ტიტულის მქონე - ფრანსუა დიუვალიე (1907-1971 წლები), ვინაც საპრეზიდენრო ინაუგურაციის დასრულებისთანავე შეუდგა პოლიტიკური ოპონენტების მასობრივ და სასტიკ დევნას (ქვეშევრდომებისაგან მკაცრად მოითხოვდა პირადი მტრების მოკვეთილი თავები მიეტანათ მისთვის), კარგად იცნობდა რა თავისი ხალხის შინაგან ბუნებას, შესანიშნავად სარგებლობდა მათში მყარად ფესვგამჯდარი ცრურწმენებით. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: დიუვალიემ საჯაროდ განუცხადა მოსახლეობას, რომ მისი ერთ-ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე და პირადი მტერი – კლემან ბალბო, ვინაც ჰაიტის მთიანეთს აფარებდა თავს, ქვეყნისა და პრეზიდენტის ღალატის გამოისობით ჰაიტელთა ღვთაებებმა, (არც მეტი და არც ნაკლები) – შავი ფერის ძაღლად აქციეს. შედეგად, ამ ოდიოზმა მმართველმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდა კუნძულზე მობინადრე შავი ფერის მქონე ძაღლების მასობრივი განადგურება.
მოგვიანებით ფრანსუა დიუვალიეს პირადი მტერი – კლემან ბალბო კი დააკავეს და ადგილზეცვე დახვრიტეს, მაგრამ მას ადამიანის გარეგნობა ჰქონდა და არა შავი ძაღლისა, როგორც ამას კენედის მკვლელობის საკუთარ თავზე ამღები ჰაიტელი დიქტატორი ირწმუნებოდა თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)