ყველაზე სახელოვანი ჩუქჩები
2010 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად ირკვევა, რომ ცივილიზაციასა და გარე სამყაროს მოწყვეტილი ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობის – ჩუქჩების რაოდენობა სულ რაღაც – 15 908 ადამიანს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ეს უძველესი და თვითმყოფადი ხალხი, გასაგები მიზეზების გამო, ბევრი პოპულარული ადამიანით ვერ დაიკვეხნის. თუმცა, რამდენიმე გამოსარჩევი და ცნობადი პერსონა მაინც ჰყავათ ეთნოსში. მათ შორის ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე ლეგენდად ქცეული ეთნოგრაფი – ტენევილი, ვინაც ჩუკოტკური ენის საფუძველზე ჩუკოტკურ დამწერლობას ჩაუყარა საფუძველი 1928 წელს. გარდა ტენევილისა, სხვა ცნობად ჩუქჩებს წარმოადგენენ – იური რითხეუ (ერთ-ერთი უდიდესი ჩუქჩა ეროვნების მქონე ლიტერატორი), ნიკოლაი დაურკინი (სახელგანთქმული მოგზაური) და დუგარჟავ ბატცეცეგი (პოპულარული მსახიობი ქალი).
იური რითხეუსთან ერთად, ყველაზე დიდი ავტორიტეტით ჩუქჩებში მაინც – პეტრე ინენლიკეი სარგებლობს. ამას კი, რაღა თქმა უნდა თავისი ობიექტური მიზეზიც გააჩნია: პეტრე ინენლიკეი გახლავთ ჩუქჩა ეროვნების მქონე პირველი სწავლული და პირველი ჩუქჩა მეცნიერებათა კანდიდატი. როგორც ცნობილია, მან 1966 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ზმნიზედა ჩუკოტკურ ენაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
პეტრე ინენლიკეი
იური რითხეუ