ამონარიდები ნიკო ლომოურის მოთხრობებიდან…
„როცა ღვინითა და პურით წელი გამაგრებული აქვს ჩვენს კაცსა, მაშინ მდევია, მდევი”. – (ყოველის მხრიდან) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა ადამიანობა ეთქმით იმ ორფეხა ნადირებს, რომელნიც, უამითოდაც ღვარძლით სავსე, წუთისოფლის ველ-მინდორზე ბოროტებასა სთესენ და ტანჯვა-მწუხარება მოჰყავთ?” – (ქრისტიანი ლეკები)
* * *
„ლოცვა რა დასაცინია!” – (ალი)
* * *
„ოხ, ბუნებავ, ბუნებავ!.. რა კარგი რამა ხარ, შე დალოცვილო!!.” – (ბერუა ქრისტესიაშვილი)
* * *
„გამიგონია, სიკვდილის წინად ადამიანი ზოგჯერ ისეთ რამეებს იტყვის, რაც პირდაპირ სულთამხუთავისაგან ესმისო”. – (ქრისტიანი ლეკები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაიქცეს სიკვდილო, შენი სამართალი!” – (ალი)
* * *
„დაუსრულებელ ცის სივრცეში რომელიღაც მტაცებელი ფრინველი დინჯად დაცურავდა და ამპარტავნულად გადმოსცქეროდა მის ქვეშ გადაშლილ ბუნების უხვსა და მდიდარ სუფრას. ის ნელ-ნელა უვლიდა ჰაერში წრესა და თითქო ყურადღებასაც არ აქცევდა ყველა იმას, რაც იმ დიდებულ სუფრაზე ყოვლად შემძლებელ მასპინძელს კაცთა სანუგეშოდ და თავის სადიდებლად გამოეფინა. ახ, ნეტავი შენ, ნეტავი შენ – წმინდა ჰაერის და უსაზღვრო ლაჟვარდის სივრცის თავისუფალო მფლობელო! რა კარგი იქნებოდა, რომ ხანდისხან ადამიანსაც, აგრე შენსავით, შეეძლოს დედამიწის მოშორება და თავის ნებაზე ყოფნა-ცხოვრება ურიცხვ ბრჟღვიალა ვარსკვლავების სიახლოვესა”. – (ყოველის მხრიდან)
* * *
„ – ჰეი, გიორგი, გიორგი, ღვთისა წინაშე ვინ არის მართალი?” – (ალი)
* * *
„მხნედ იყავით და განძლიერდებითო, გვეუბნება მაცხოვარი”. – (ყოველის მხრიდან)
* * *
„ლოცვა-ვედრება დიდი რამ არის”… – (ყოველის მხრიდან) – (ავტორი გენია.ჯი)