იცით თუ არა, რომ?!
1. ერთადერთი ეთნოსის ხალხი ევროპაში, რომელიც ბუდიზმის ოფიციალური მიმდევარია, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები – ყალმუხებია. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ჩრდილოეთ კორეას – კიმების სადისტური დინასტია უკვე სამოცდაათ წელიწადზე მეტია განაგებს.
* * *
3. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადს – ვლადიმერ ლენინს, თავისი ერუდირებულობის გამო – „მოსიარულე ენციკლოპედია” შეარქვეს.
* * *
4. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მეორე მსოფლიო ომში, ფრონტზე საერთო ჯამში – 800 000 საბჭოთა ქალი იბრძოდა.
* * *
5. ერთი კილოგრამი „ვარდის ზეთის” დასამზადებლად 3 ტონა ვარდის ფოთოლია საჭირო. ამიტომაც ღირს იგი გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე პლატინა და ოქრო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. კრივით გატაცებული პოპულარული რუსი (საბჭოთა) მუსიკოსი – ვლადიმერ ვისოცკი, 800-ზე მეტი სიღერის ავტორია. გარდა ამისა, მან 30-ჯერ ითამაშა კინოში და 20-ჯერ თეატრის სცენაზე.
* * *
7. პირველი მწერალი და პოეტი, ვისი სახელიც ჯერ კიდევ 4 300 წლის წინათ იქნა მოხსენიებული ისტორიაში, მშობლიური ქალაქიდან განდევნილი აქადეველი დედოფალი და უმაღლესი ქურუმი ქალი – ენჰედუანა (ძვ.წ.აღ-ით 2285-2250 წლები) გახლდათ.
* * *
8. გაგიკვირდებათ და, იაპონელებმა მიზნის მიღწევის სიმბოლოდ თავის დროზე – ლოკოკინა აღიარეს და დევიზადაც შემდგომი სიტყვები უწინამძღვრეს: „ნელ-ნელა იარე ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე, მაღლა მწვერვალისაკენ!”
* * *
9. გზა, რომელიც ჯვარცმად მიმავალმა მაცხოვარმა გოლგოთამდე განვლო, „ვია დოლოროსას” სახელწოდებითაა ცნობილი. ამ გზაზე გოლგოთისაკენ მიმავალი უფალი 14-ჯერ გაჩერდა ცნობილი და გასაგები მიზეზების გამო.
* * *
10. „ბოლშევიზმის სახით რუსეთში მონსტრი წარმოიქმნა, მომეცით საშუალება, მხეცი აკვანშივე ჩავახრჩო!” – აღნიშნული სიტყვები ბოლშევიკებისა და ზოგადად, კომუნისტების მოძულე უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჩერჩილის ანტიბოლშევიკურ საქმიანობას ინგლისის იმჟამინდელი პრემიერი – დევიდ ლოიდ-ჯორჯი აღუდგა წინ, რადგან მას მიაჩნდა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისს უცილობლად მშვიდობა ესაჭიროებოდა უპირველეს ყოვილსა და არა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა. – (ავტორი გენია.ჯი)