ტარას შევჩენკო – „ეპიზოდი”

დიდი უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მოაზროვნე – ტარას შევჩენკო (1814-1861 წლები), ისევე როგორც სხვა არაერთი ინტელექტუალი, ალკოჰოლური სასმელების მოყვარულ პიროვნებას წარმოადგენდა. მისი ალკოჰოლიზმი თვით ფრანსუა რაბლეს საყოველთაოდ ცნობილ პერსონაჟს – პანტაგრიუელსაც კი გააოცებდაო, შენიშნავდნენ ტარასის თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) სხვანი იმასაც გვამცნობენ, რომ არარეალური იყო შევჩენკოს ფხიზელ მდგომარეობაში შეხვედროდითო. მიუხედავად ამისა, იგი მაინც აქტიურად გახლდათ დაკავებული ლიტერატურით… მხატვრობით… და მართლაც, უკრაინელი პოეტის ერთ-ერთ ჰობს – ხატვა წარმოადგენდა. მას არც თუ ისე ცუდ მხატვრად ახასიათებენ ბიოგრაფები. თუმცა, მისი მხატვრული სტილი სიყმაწვილიდანვე „ნიუ” იყო (ქალისა და მამაკაცის სხეულთა შიშვლად გამოსახვა). ზრდასრულ ასაკში შესულმა კი სულაც პორნოგრაფიული ჟანრის სურათების ხატვას მიჰყო ხელი და საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი კოლექციაც შეაგროვა აღნიშნული ჟანრის სურათებისა, რომლებითაც შემდგომ ერთობ იწონებდა თავს იგი სტუმართა წინაშე. – (ავტორი გენია.ჯი)


ტარას შევჩენკოს შემოქმედება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>