ჰორაციო ნელსონი – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეულ ინგლისელ ფლოტის ადმირალს – ჰორაციო ნელსონს (1758-1805 წლები), ვინაც თავისი ხალხის ეროვნულ გმირად იქცა სიცოცხლეშივე, სახელმწიფომ პენსიის სახით ყოველწლიურად სულ რაღაც – 2 000 ფუნტი-სტერლინგი დაუნიშნა. (ავტორი გენია.ჯი) და ეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ვესტ-ინდურმა კომპანიამ ამავე მიზნით, გაცილებით მეტი – 10 000 ფუნტი-სტერლინგი გამოუყო ამაგდარ ბრიტანელ ადმირალს. შედეგად, ჰორაციო სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის ძუნწი ოდენობით გაკვირვებული და უკმაყოფილო დარჩა და შენიშნავდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ არასათანადოდ დააფასა მისი თავგანწირვა ბრიტანეთის საკეთილდღეოდ. ამ შემთხვევაში ტრაფალგარის ბრძოლის გმირის პრეტენზიები სრულიად მართებულია, რადგან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მასზე გაცილებით ნაკლები დამსახურებების მქონე სხვა ინგლისელ ადმირალებს, მაგალითად ისეთებს, როგორებიც იყვნენ – ვიკონტ დუნკანი და გრაფი სენტ ვისენტი, ჰორაციოზე უფრო მეტი პატივი დასდო ქვეყნის ხელისუფლებამ და უფრო დიდი ოდენობის მქონე პენსია დაუნიშნა. – (ავტორი გენია.ჯი)