„დახურე პირი და იხსენი შენი სიცოცხლე”
„დახურე პირი და იხსენი შენი სიცოცხლე” – წარმოადგენს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის საჭირო ფრიად საყურადღებო კონცეფციას, რომელიც დამკვიდრებული გახლდათ ამერიკის კონტინენტზე მაცხოვრებელ ინდიელებში და, რომლის განსაკუთრებულ პოპულარიზაციას ეწეოდა ინდიელთა პორტრეტებზე სპეციალიზირებული დიდი ამერიკელი მხატვარი და ეთნოგრაფი – ჯორჯ კეტლინი (1796-1872 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ამ ფერმწერმა ბევრი და მეტად ღრმად იმოგზაურა ინდიელთა მიწებზე, რის შედეგადაც თითოეული პორტრეტი ინდიელისა, ნატურიდან დახატა. სწორედ ინდიელთა შორის ცხოვრების ჟამს აღმოაჩინა მან ის კონცეფცია, რომელსაც შემდგომ ფართოდ გაუწია რეკლამირება და პროპაგანდა.
თავის მხრივ კი, ინდიელებში მყარად დამკვიდრებული აღნიშნული კონცეფცია შემდეგში მდომარეობდა: ინგლისელმა მხატვარმა აღმოაჩინა, რომ ინდიელები არასოდეს სუნთქავდნენ პირით. ჯერ კიდევ ყრმობაშივე, მშობლები თავიანთ შვილებს პირს სპეციალურად უკრავდნენ, რათა მათ ყოველთვის მხოლოდ ცხვირის საშუალებით ესუნთქვათ. ინდიელები მიიჩნევდნენ, რომ პირით სუნთქვის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში უამრავი ბაქტერია ხვდებოდა დაუბრკოლებლად, რაც მის დაავადმყოფებასა და დაუძლურებას უწყობდა ხელს; ცხვირით სუნთქვის შემთხვევაში კი პირიქით, ჯანმრთელობა უნარჩუნდებოდა და უკაჟდებოდა კიდეც მას.
ჯორჯ კეტლინმა საკუთარი თვალით იხილა, როგორი ჯანმრთელობითა და სიცოცხლის უნარიანობით (ხანგრძლივობით) გამოირჩეოდა ინდიელი ხალხი სხვა ხალხებთან შედარებით, რის გამოც ღრმად დარწმუნდა ზემოაღნიშნული კონცეფციის მართებულობაში. მართებულობაში, რომელიც ერთ მეტად მარტივ ქმედებაში გამოიხატებოდა – „დახურე პირი და იხსენი შენი სიცოცხლე”.
ჯანმრთელობის შემანარჩუნებელ ინდიელთა კონცეფციას, მოგვიანებით კეტლინმა მთელი წიგნი მიუძღვნა. – (ავტორი გენია.ჯი)