„დიდი ტური”
„ალუბალი ინგლისელი არისტოკრატების განათლების ტორტზე” – ასე მოიხსენიებდნენ არაოფიციალურად ინგლისელ არისტოკრატთა ერთ მეტად საყურადღებო ჩვეულებას, რომელიც შემდგომ გავრცელებული იქნა რიგი ევროპული და ჩრდილოამერიკული ქვეყნების არისტოკრატთა უმაღლეს წრეებში. (ავტორი გენია.ჯი) საზოგადოების უმაღლეს ფენებში მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სოციალური ფენის მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, მათ ძალუძდათ ასეთი ძვირადღირებული საშუალებისათვის მიემართათ.
აღნიშნული ჩვეულების ოფიციალური სახელწოდება გახლდათ - „დიდი ტური” და იგი შემდეგში მდგომარეობდა: მას შემდეგ, რაც არისტოკრატული წარმომავლობის მქონე ოჯახის შვილს 21 წელი შეუსრულდებოდა, იგი მშობლების მიერ სპეციალურად იგზავნებოდა ეგრეთ წოდებულ – „სასარგებლო მოგზაურობაში”, რომელიც ხშირად წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ასეთ დროს, ახალგაზრდას მხოლოდ მენტორი ახლდა თან. მოგზაურობის მიზანს წარმოადგენდა ყმაწვილს საკუთარი თვალით ეხილა ანტიკური და რენესანსის ეპოქების კულტურული მემკვიდრეობანი. ეხილა იმ პერიოდების როგორც არქიტექტურა, ისე ხელოვნება. გასცნობოდა უცხო ხალხთა მუსიკას. მოკლედ რომ ვთქვათ, შეეძინა უნიკალური ცოდნა. და რადგანაც მაშინ ტელევიზია და ინტერნეტი არ არსებობდა, ეს გახლდათ შესანიშნავი და ამასთანავე, ფრიად პრესტიჟული საშუალება (გასაგები მიზეზების გამოისობით) მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების გასაცნობად.
ასეთი მოგზაურობების შემდეგ, ახალგაზრდებს ყუთებით ჩაჰქონდათ თავიანთ ქვეყანაში წიგნები, სურათები, სხვადასხვაგვარი სიძველეები… რომლებითაც მერე დიდად ამაყობდნენ ისინი.
მოგზაურობათა მარშრუტები დროდადრო იცვლებოდა, თუმცა როგორც წესი, იგი ძირითადად მაინც გადიოდა საფრანგეთზე, იტალიაზე, გერმანიაზე, შვეიცარიაზე, საბერძნეთზე, მალტაზე, ნიდერლანდებსა და ფლანდრიაზე.
„დიდი ტური”, რომელიც აღსავსე იყო დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლებით, XVII-XIX საუკუნეებში იყო დამკვიდრებული ინგლისის (ზოგადად მსოფლიო მასშტაბით) არისტოკრატულ წრეებში. – (ავტორი გენია.ჯი)