გილერმო კალო – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი მექსიკელი მხატვარი ქალის – ფრიდა კალოს მამას – კარლ ვილჰელმ კალოს (1871-1941 წლები) დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. რამდენიმე ხანში, ღარიბი იუველირის ოჯახის შვილს დედინაცვალთან ურთიერთობა დაეძაბა. (ავტორი გენია.ჯი) შვილსა და დედინაცვალს შორის წარმოშობილ კონფლიქტში მამამ – იაკობ ჰაინრიხმა (ფრიდა კალოს ბაბუამ) მხარი მის მორიგ ცოლს დაუჭირა, რითაც უკიდურესად გაანაწყენა თავისი ვაჟი. მისი სიბრაზე იმდენად განუზომელი იყო, რომ კარლი სამშობლოდან მექსიკაში გადაიხვეწა და სამუდამოდ იქ დარჩა.
გარდა მოქალაქეობისა, მექსიკაში ჩასულმა გამოიცვალა სახელიც: ამიერიდან მას კარლის ნაცვლად – გილერმო ეწოდა. ის სახელი, რომლითაც უფროა დღეს ცნობილი იგი.
ეპილეფსიით დაავადებულმა გილერმომ, ვინაც პროფესიად ფოტოგრაფობა შეარჩია, პირველ ჯერზე ადგილობრივ ქალზე იქორწინა, რომელთან თანაცხოვრებაში სამი შვილი შეეძინა. სამწუხაროდ, მესამე მშობიარობას ქალი გადაყვა. იმ დროს, როდესაც ქმარი ღრმა წუხარებას უნდა ყოფილიყო მიცემული, მან მართლაც რომ არაადამიანური საქციელი ჩაიდინა: მეუღლის გარდაცვალების საღამოსვე, გილერმომ, ისე რომ მის ცხედარს გაცივება და დასაფლავება არ აცალა, ხელი თხოვა მატილდა კალდერონს, ვინაც მოგვიანებით გახდა კიდეც გენიალური მექსიკელი მხატვარი ქალის – ფრიდა კალოს დედა.
ამ ამორალურ ქმედებას თან სხვა ამორალური ქმედებაც დაერთო: იმის გამო, რომ პირველ ცოლთან შენაძენ შვილებს არასასიამოვნო წარსული არ გაეხსენებინათ მისთვის, გილერმომ ისინი მონასტერში გაგზავნა (გამოკეტა).
მატილდა კალდერონთან თანაცხოვრებაში გილერმო კალოს ოთხი შვილი შეეძინა – მატილდა, ადრიანა, ფრიდა და ქრისტინა. ეს უკანასკნელი დედმამიშვილებს შორის ერთადერთი იყო, ვისაც შვილები გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)
მატილდა, ადრიანა, ფრიდა და ქრისტინა
ფრიდა კალო