იგნაც სემელვეისი – „ეპიზოდი”

„დედათა მხსნელად” წოდებული უნგრული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანელი ექიმი-გინეკოლოგი – იგნაც ფილიპ სემელვეისი (1818-1865 წლები), ვინაც მედიკოსებს პირველმა ურჩია ოპერაციის ჩატარების წინ და შემდგომ ხელები ქლორის გამოყენებით დაემუშავებინათ, საშინელი განსჯისა და დაცინვის ობიექტად იქცა როგორც კოლეგების, ასევე საზოგადოებისა და თავისი ოჯახის წევრების მხრიდანაც კი. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში მიკრობების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი მედიცინისათვის, რის გამოც იგი მეცნიერული ტერმინების გამოყენებით ვერ ასაბუთებდა თავისი რჩევის მართებულობას. შედეგად, ნოვატორმა ექიმმა კოლეგების მხრიდან დაცინვისა და შეურაცხყოფების მეტი ვერაფერი მიიღო. აღნიშნულმა გარემოებამ მედიკოსი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. დაიწყო ალკოჰოლური სასმელების მასიური მოხმარება; ხშირად სტუმრობდა საროსკიპოებს; თავისი ველური გამოსვლებით შოკში აგდებდა ადამიანებს. ერთი სიტყვით, თავმოყვარეობაშელახულმა კაცმა, რომელმაც სამედიცინო პრაქტიკაში ასეპტიკის კანონებს, მათ შორის ხელის დამუშავების წესს ჩაუყარა საფუძველი, სრულიად გაუტია. ექიმთა ერთი ნაწილის აზრით, სემელვეისი – შეშლილი გახლდათ. მეორენი ამტკიცებდნენ, რომ იგი ალცჰეიმერით იტანჯებოდა. მესამენი ყოველივე ამას სიფილისს უკავშირებდნენ. ზოგიერთი კი ნერვულ აშლილობას. ერთი აზრი იგნაცის დაავადების შესახებ იმ პერიოდის მედიკოსებში ვერ ჩამოყალიბდა.

ასე იყო თუ ისე, სემელვეისი ფსიქიატრიულ კლინიკაში იქნა მოთავსებული 47 წლის ასაკში. იმის გამო, რომ საშინლად სძულდა ეგრეთ წოდებული „გიჟების ხალათის” ჩაცმა, ხშირად ხდებოდა სასტიკი ფიზიკური ძალადობის მსხვერლი კლინიკის მედპერსონალისა და დაცვის მხრიდან. ის კი არადა, ერთხელ იგი ხელშიც დაჭრეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა თან: სემელვეისს ჭრილობაში ინფექცია შეეჭრა, რამაც სისხლის მოწამვლა გამოიწვია. დაჭრის ინციდენტიდან რამდენიმე კვირაში იგნაცი ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.

აი, ასეთი სავალალო და ტრაგიკული ბედის მქონე აღმოჩნდა დიდი გერმანელი ექიმი, რომლის რჩევების გათვალისწინება მედიკოსებმა მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 20 წლის გასვლის, ანუ მიკრობების აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>