ნიკოლაი გე – „ეპიზოდი”
რაღაც საკვირველი და აუხსნელი მიზეზების გამოისობით, ბევრი იმათგანი, ვისი პორტრეტებიც გენიალურმა რუსმა მხატვარმა – ილია რეპინმა დახატა, მალევე ან მძიმედ დაავადდა, ან კიდევ გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის იყვნენ მწერალი – ვსევოლოდ გარშინი; პრემიერ-მინისტრი – პეტრე სტოლიპინი; კომპოზიტორი – მოდესტ მუსოგორსკი; საყოველთაოდ ცნობილი რუსი ქირურგი და ანატომი – ნიკოლოზ პიროგოვი; ტრეტიაკოვის უნიკალური გალერეის ფუძემდებელი მეცენატი და კოლექციონერი – პავლე ტრეტიაკოვი; მწერალი – ალექსანდრე პისემსკი…
აღნიშნული გარემოება კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულებისა და რეპინის კოლეგებისათვის, რის გამოც მისთვის პორტრეტული ჟანრის ტილოს შეკვეთას ყველა ერიდებოდა. ერიდებოდა დიდი რუსი მხატვარი – ნიკოლაი გეც (1831-1894 წლები). ერთხელ, ამ უკანასკნელთა სტუმრად მყოფმა რეპინმა თავისი კოლეგის პორტრეტის დახატვა სცადა. ასეთი „პატივის დადებისაგან” გასაგები მიზეზების გამო, მასპინძელმა თავი შორს დაიჭირა და ყველა გზით შეეცადა რეპინისთვის ხელი შეეშალა მუშაობის პროცესში. მხატვარი მასპინძლის ონავრულმა საქციელმა ძალიან გააღიზიანა და გააბრაზა, რის გამოც მას ველური უწოდა. საპასუხოდ კი ნიკოლაისაგან ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვა მოისმინა: – „ – მეგობარო, რომ იცოდე, ველურებსაც სურთ სიცოცხლეო!”. – (ავტორი გენია.ჯი)
ილია რეპინი