„დამაკვირდი”
„ის, ვინც ფეხს შედგამს მეფის კარზე, მეფის მონაა, თუნდაც მოვიდეს დაბადებით თავისუფალი”. – სოფოკლე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თანდაყოლილი ზნეობრივი სიფაქიზე და კარგი აღზრდა, როგორც ჩანს, ზომიერების ჩარჩოში აკავებს და ლაგამს სდებს ადამიანის ჭკუა-გონებას არა მარტო ბახუსის გავლენის ქვეშ ყოფნის დროს, არამედ პატივმოყვარულ მისწრაფებათა და განრისხების დროსაც”. – პლუტარქე
* * *
„ადამიანი ბუნებით არაა ველური და მოუთვინირიებელი ცხოველი, იგი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ იხრება მანკიერებისაკენ და ზნე-ჩვეულებების, ბინისა და ცხოვრების ნირის გამოცვლა კვლავ თვინიერს გახდის მას. გარეული ნადირიც კი ივიწყებს მძვინვარებსა და სიშმაგეს, თუ მას უხეში საკვები უფრო ნაზით შეეცვლება”. – პომპეუსი
* * *
„ჩვენ ხშირად იმის შეგნება გვიორკეცებს ძალებს, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენზე უფრო სუსტ არსებათ”. – ონორე დე ბალზაკი
* * *
„საოცრად ბრმა და უგუნური ხდება ადამიანის ბუნება, როდესაც ვნებებს აჰყვება”. – პლუტარქე (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანისათვის ყველაზე მძიმე დანაკარგი დროის დაკარგვაა!” – ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე ბიუფონი
* * *
„იესო მაცხოვარო! მე რომ ვიყო, მხრებს დამწვავდა მოპარული ქონება!” – ონორე დე ბალზაკი
* * *
„არა, ადამიანისთვის ყველაფერი ცოტაა! კაცის ბუნება ისეთია, რომ ბედნიერებაც ვერ გააძღებს და დააკმაყოფილებს”. – პლუტარქე
* * *
„როცა კაცი არაფერს არ ჰქმნი, ცხოვრების უბრალო მაყურებელი და თავშემაქცევარი ხარ, შენს თვალწინ ყველაფერი უფერულდება და მოსაბეზრებელი ხდება”. – გიორგი სიჭინავა
* * *
„დავიწყება უდიდესი ნიჭია ძლიერი და შემოქმედი ბუნების ადამიანთათვის”. – ონორე დე ბალზაკი – (ავტორი გენია.ჯი)