იცით თუ არა, რომ?!

1. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი – ნიკოლოზ II რომანოვი „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებს – იაპონელებს, თავისი ცხოვრების ბოლომდე – მაკაკებად მოიხსენიებდა. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ვინმესათვის ტანსაცმელის შემოხევა, თუნდაც ჩხუბის შემთხვევაში, უდიდეს შეურაცხყოფად მიიჩნეოდა.

* * *

3. ძველ რომში ბრალდებულ მამაკაცებს თავისა და წვერის გაპარსვა ეკრძალებოდათ.

* * *

4. 1942 წელს ამერიკის ინდიელთა კონფედერაციამ მეორე მსოფლიო ომში ჩართული საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი – „ინდიელთა ყველა ტომის ბელადად” აირჩია და სახელად – „დიდი მეომარი” უწოდა.

* * *

5. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი რომაელი ორატორი და ადვოკატი – მარკუს ტულიუს ციცერონი, ვისაც იმთავითვე სტანჯავდა კუჭის ტკივილები, ჯანმრთელობას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი საკუთარ თავს მეტისმეტადაც კი უვლიდა. ამიტომაც ანდომებდა ციცერონი დიდ დროს სხეულის ზელვასა და სეირნობას. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. სახელოვანი ძველ რომაელი მხედართმთავრის – პომპეუსის მამა – გაიუს პომპეუს სტრაბონი იმდენად სძულდა ხალხს, რომ, როდესაც იგი მეხმა მოკლა, მისი გვამი გამოსვენების დროს კუბოდან გადმოაგდეს და ათასგვარად შეურაცხყვეს.

* * *

7. 36 წლის ასაკში მყოფი ბრუნეის უმდიდრესი სულთნის ქალიშვილის, პრინცესა ფაძილას დაქორწინებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში მთელი 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეუწყვეტლივ.

* * *

8. სტატისტიკოსთა მტკიცებით, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის – ელისაბედ მეორის ოჯახის წევრები ყოველწლიურად საშუალოდ სხვადასხვა სახის – 2 000 ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას.

* * *

9. მსოფლიო მასშტაბით არსებული სოციალისტური ქვეყნების ყველაზე ახალგაზრდა მმართველად მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ექს ხელმძღვანელი – იუჟმაგიინ დეცენბალი მიიჩნევა. იგი სულ რაღაც ოცდასამიოდე წლის ასაკში იქნა არჩეული ქვეყნის მმართველი პარტიის – „მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის” გენერალურ მდივნად. მაშასადამე, სახელმწიფოს ხელმძღვანელად.

* * *

10. „მიწისქვეშა ბრილიანტი” – ასეთი მრავლისმეტყველი თიკუნით მოიხსენიებენ ტრიუფელის გვარის სოკოს, რომელიც დელიკატესად არის მიჩნეული გურმანებში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>