პლატონი – „ეპიზოდი”
ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელს – არისტოტელეს პლატონთან უთანხმოება და ერთგვარი კონკურენცია გააჩნდა, რის გამოც ეს უკანასკნელი ხშირად ხდებოდა პირველის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მარტო არისტოტელე არ ყოფილა ერთადერთი ცნობადი პერსონა, ვინაც ამ გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს აკრიტიკებდა. ფუფუნებისადმი პლატონის ტრფობას საჯაროდ აკრიტიკებდა და დასცინოდა კიდევ ერთი ტიტანი ძველ ბერძნული ფილოსოფიისა – დიოგენე სინოპელი. იგი ამბობდა, რომ პლატონის მიჯაჭვულობა ფუფუნებისადმი – ნიშანია მასზე დამოკიდებულებისა და სიამაყისაო.
მას შემდეგ, რაც პლატონი მონად იქნა ქცეული, მისი მეგობრები დაფაცურდნენ და გამოსასყიდად ფულის შეგროვებას შეუდგნენ. საბედნიეროდ, პლატონს მეპატრონეში ძალიან გაუმართლა. ანიკერიდე – ასეთი გახლდათ სახელი მისი. გარკვეული ხნის შემდეგ სამეგობრომ თავდაუზოგავი მონდომების წყალობით სოლიდური თანხა შეაგროვა და სახელოვანი მეგობრის გამოსახსნელად ანიკერიდეს გამოსასყიდის სახით შესთავაზა, თუმცა ამ კაცმა, ვისთვისაც უკვე კარგად იყო ცნობილი პლატონის ვინაობა, ფულის აღებაზე უარი განაცხადა. თუმცა-კი, თავისუფლება მას მაინც მიანიჭა ყოველგვარი ანგარების გარეშე. მიუხედავად ამისა, პლატონის მეგობრებს მან თანხა მაინც გამოართვა, რომელიც მათივე თვალწინ გადასცა საჩუქრის სახით იმავე პლატონს. თავის მხრივ, ფილოსოფოსს უარი არ უთქვამს შეთავაზებული ფულის აღებაზე. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მის საკუთრებად ქცეული გამოსასყიდი თანხა, რომელიც ასე რუდუნებით შეუგროვეს მეგობრებმა, პლატონს მათთვის უკან არ დაუბრუნებია. სამაგიეროდ, სწორედ რომ იმ ფულით დააარსა მან თავისი ცნობილი აკადემია ათენში… და აიგო მდიდრული სახლი იმავე ათენში. – (ავტორი გენია.ჯი)