თარჯიმნები – „ეპიზოდი”

თარჯიმნობა, რომელმაც სათავე ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ უხსოვარი ეპოქებიდან აიღო, იმთავითვე ფრიად საჭირო და აუცილებელ სპეციალობას წარმოადგენდა კაცობრიობისთვის, რადგან სწორედ თარჯიმნების მეშვეობით ხდებოდა ურთიერთობებისა და კავშირების გაბმა ამა თუ იმ ხალხებთან. ამიტომაც აფასებდნენ სათანადოდ მათ ვაჭრები, მხედართმთავრები და მონარქები. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ანტიკური პერიოდის ქალაქ-სახელმწიფო კართაგენში თარჯიმანები (მთარგმნელები) სულაც ცალკე კასტას წარმოადგენდნენ. იმისათვის, რომ სხვა პროფესიის ადამიანებისაგან განესხვავებინათ, თავს ბოლომდე იპარსავდნენ, ხოლო სხეულს აუარებელი რაოდენობის ტატუებით იფარავდნენ. ისინი ხომ უცხო ენათა მაგიის მფლობელებად წარმოედგინათ კართაგენელებს…

ძველი ბერძნები, რომლებიც თავიანთ ენას ყველაზე მთავარ ენად მიიჩნევდნენ დედამიწაზე, თვითონ არ ხდებოდნენ თარჯიმნები. ამ საქმისათვის უცხო ქვეყნებიდან სპეციალურად ჩამოჰყავდათ ადამიანები.

შუა საუკუნეებში თარჯიმნობა და მთარგმნელობა ძირითადად სასულიერო პირთა პრეროგატივას წარმოადგენდა და აღსანიშნავია, რომ ისინი მაქსიმალურად ზუსტად ანხორციელებდნენ თარგმანებს.

თარჯიმნობას არც თანამედროვე პერიოდში დაუკარგავს თავისი დიდი დანიშნულება. ამიტომაც იქნა დაარსებული 1991 წელს „თარჯიმანის საერთაშორისო დღე”, რომელსაც ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ დიდებული პროფესიის ადამიანები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>