ჯუზეპე გარიბალდი – „ეპიზოდი”

იტალიის ეროვნულ გმირად ქცეულ იტალიელ მხედართმთავარს – ჯუზეპე გარიბალდის (1807-1882 წლები), ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ყოფნის ჟამს აჩუქეს თეთრი ფერის მქონე ჯიშიანი ცხენის კვიცი. იგი იმდენად გაახარა მოულოდნელმა ძვირფასმა საჩუქარმა, რომ გულწრფელმა ღიმილმა დაუფარა გულუბრყვილო ბავშვური სახე. (ავტორი გენია.ჯი) მან აკანკალებული ხელი ყურში ჩაავლო კვიცს და დაიქადნა: „შენთან ერთად გენერალი გავხდებიო”… ამის შემდგომ მათი გზები სამარადჟამოდ გადაიკვეთა, რადგან პირველივე შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ გარიბალდისა და მარსალას ბედი განუყოფელი იქნებოდა ერთმანეთთან მომავალში. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ გარიბალდიმ თავის საყვარელ არსებას სახელად – „მარსალა” შეურჩია.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თავ-თავის დროზე ჯუზეპე გარიბალდი თავდაუზოგავად იბრძოდა ესპანეთის, საფრანგეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ, რათა მათ მოსვენება მიეცათ მისი ბედკრული სამშობლოსათვის. გარდა ამისა, იგი ასევე აქტიურად იყო ჩაბმული მონობის გაუქმებისა და ბავშვთა ექსპლოატაციური შრომის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებშიც. ჯუზეპე გამოდიოდა ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით. მანვე პირველმა გაუწია ორგანიზება ცხოველთა დაცვის საზოგადოების დაარსებას.

ყოველივე ამის ფონზე კი, საღამოობით ჯუზეპე თავის საყვარელ და ერთგულს არსებას – მარსალას პირადად ბანდა ფეხებს, უწმენდდა ჩლიქებს და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მზრუნველობას არ აკლებდა მას. ეს არც არის ალბათ გასაკვირი, რადგან სწორედ რომ მარსალას ზურგზე ამხედრებულმა განვლო მისმა სახელოვანმა მეპატრონემ უამრავი ბრძოლა და რევოლუცია. იგი მაშინაც ჯუზეპესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გარიბალდიმ შეუძლებელი შესძლო და იტალია გააერთიანა. ამ უმშვენიერესმა თეთრმა ცხენმა, რომელსაც „თეთრ ანგელოზადაც” მოიხსენიებდნენ ხოლმე, იტალიის ეროვნული გმირი სრულ გამარჯვებამდე ატარა და მიიყვანა.

მარსალა გარიბალდის მთელი 30 წლის განმავლობაში უწევდა ერთგულ მეგობრობას (შეიძლება ითქვას, თანამებრძოლობასაც კი). იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში მდუმარედ და მოთმინებით იტანდა თავისი პატრონის თითოეულ მწუხარებასა და სიხარულს.

სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასასრული ამ ცოდვით სავსე მიწაზე. და სიკვდილმაც დაასრულა იგი, როგორც წესი. – (ავტორი გენია.ჯი)

მარსალაზე ამხედრებული ჯუზეპე გარიბალდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>