კვინტუს სერტორიუსი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში მრავლად მოიძებნება ისეთი უმამაცესი მხედართმთავრები, რომელნიც ცალთვალანი იყვნენ. ასე მაგალითად: ფილიპე II მაკედონელი, ანტიგონე, ჰანიბალი, ჰორაციო ნელსონი, კუტუზოვი და სხვანი და სხვანი. (ავტორი გენია.ჯი) მათ მსგავსად, ცალ თვალში სინათლე დაშრეტილი ასევე გახლდათ დიდი ძველ რომაელი მხედართმთავარი – კვინტუს სერტორიუსი (ძვ.წ.აღ-ით 120-73 წლები), ვინაც სახელი განსაკუთრებით იმით გაიგდო, რომ ლუციუს კორნელიუს სულას სასტიკ რეჟიმს აუჯანყდა ესპანეთში.
ბრძოლების მიმდინარეობისას სერტორიუსი არასოდეს ზოგავდა თავს. სასწაულებს ახდენს ბრძოლებშიო, – აღნიშნავდნენ მისი თანამებრძოლები. სწორედ ასეთ ვითარებაში დაკარგა მან ცალი თვალი – ერთ-ერთი ბრძოლის ჟამს გამოთხარეს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული „დანაკარგით” კვინტუსი ძალიან ამაყობდა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, რასაც მის მიერვე წარმოთქმული სიტყვებიც შესანიშნავად ადასტურებს: „სხვები ყოველთვის ვერ ატარებენ საგმირო საქმეთა დამამტკიცებელ ჯილდოებს, იხსნიან საპატიო ყელსაბამებს, ინახავენ შუბებსა და გვირგვინებს, მე კი ჩემი სიმამაცის დასტური მუდამ თან დამაქვს, ისე რომ, ჩემი მხილველნი ჩემს უბედურებასთან ერთად ჩემი სიქველის ნიშანსაც ხედავენო”. – (ავტორი გენია.ჯი)