სოლონი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს ძველ ბერძენ კანონმდებელს, რეფორმატორსა და მოაზროვნეს - სოლონს (ძვ.წ.აღ-ით 638-558 წლები), ვინაც დემოკრატიის ფუძემდებლად არის მიჩნეული დღემდე, ერთხელ ჰკითხეს: რომელ ქალაქშია ყველაზე კარგი მმართველობაო? – რაზედაც ამ გონიერმა კაცმა ერთობ მახვილგონივრული პასუხი გასცა: „ – იმ ქალაქში, სადაც მოქალაქენი, რომლებისთვისაც შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, შეურაცხყოფილებზე უფრო ნაკლებად როდი სდევნიან და სჯიან შეურაცხმყოფელებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)