გაიუს გრაკქუსი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ძველ რომაელი პოლიტიკური მოღვაწე და რომის სახალხო ტრიბუნი - გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი (ჩვ.წ.აღ-მდე 154-121 წლები), ვინაც თავგამოდებით ცდილობდა ათენში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, თავისი სახელოვანი ძმისგან – ტიბერიუსისაგან განსხვავებით, სასტიკი და ფიცხი ხასიათის იყო. (ავტორი გენია.ჯი) სიტყვის წარმოთქმისას იგი ხანდახან ისე გაფიცხდებოდა, რომ არა მარტო ხმას იმაღლებდა, არამედ ლანძღვა-გინებასაც მოაყოლებდა და ყველაფერს ერთმანეთში ურევდა. რაც თავის მხრივ, დიდ დარტყმას აყენებმა მის რეპუტაციასა და ავტორიტეტს. იმისათვის, რომ გაიუსს საკუთარი თავი როგორმე გაეკონტროლებინა, ზურგს უკან ყოველთვის იყენებდა თავის ერთ გონიერ მონას, სახელად ლიცინიუსს, რომელსაც ხელთ ეპყრა საგანგებო საკრავი, რასაც ხმის დასაყენებლად ხმარობდნენ იმ პერიოდში. და აი, როცა ლიცინიუსი შეატყობდა, გაიუსი ლაპარაკის დროს ხმას უმაღლებს და გაფიცხებული სადაცაა ძირითად თემებს დაშორდებაო, თავისი საკრავით რბილ ხმას გამოსცემდა ხოლმე, რაც გრაკქუსს უმალვე აცხრობდა. შედეგად იგი დაბლა უწევდა ხმას, მშვიდდებოდა და დამთმობიც კი ხდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)