ალექსანდრე პუშკინი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რუსი პოეტი, დრამატურგი და პროზაიკოსი – ალექსანდრე პუშკინი (1799-1837 წლები), ძალიან ფიცხი ადამიანი გახლდათ. იგი ნებისმიერი უმნიშვნელო რამისთვისაც კი ხმელი შეშასავით მარტივად ენთებოდა, რის გამოც ხშირად უხდებოდა დუელში მონაწილეობა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მსროლელი, ალექსანდრე მართლაც რომ დიდებულად ფლობდა ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის ხელოვნებას. ამბობენ, მას 20 ნაბიჯის სიშორიდანაც კი შეეძლო ტყვიის ტყვიაში ჩაჯენაო.
საერთო ჯამში, პუშკინს 30-ჯერ მოუხდა დუელში მონაწილეობა. ამის ფონზე კი აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ ასეთ შემთხვევაში არ დაღვრილა სისხლი, გარდა უკანასკნელი დუელისა, და ისიც, თავად პოეტისათვის გახდა საბედისწერო. აქვე საყურადღებოა, რომ არც ერთი დუელში მას პირველს არ გაუსვრია… არადა იმდენად კარგი მსროლელი იყო იგი, რომ მიზანს არ ააცდენდა.
წინა 29 შემთხვევაში პუშკინს ძალიან გაუმართლა სიცოცხლე რომ შეინარჩუნა მანაც და მისმა მოწინააღმდეგეებმაც, თუმცა კოკას, როგორც ცნობილია, წყალი სულ არ მოაქვს, რადგან ერთხელაც წყაროზე ტყდება იგი. ასევე იყო ალექსანდრეს შემთხვევაშიც, როდესაც „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული ლიტერატორი ჟორჟ შარლ დანტესმა გაიმეტა სასიკვდილოდ. – (ავტორი გენია.ჯი)