დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ისტორიის ადრეულ ეტაპებზე რომაელ ლეგიონერებს შორეულ ლაშქრობებში კარგად გაწვრთნილი საბრძოლო ძაღლების გარდა, თან მიჰყავდათ ისეთი დეკორატიული სახეობის მინიატურული ძაღლები, როგორებიც გახლავან – ბიჩონი და პინჩერი. საბრძოლო ძაღლები რომაელ ლეგიონერებს იმიტომ მიჰყავდათ, რომ მათ ბრძოლებში იყენებდნენ აქტიურად (მტერს ფსიქოლოგიურად თავზარს სცემდა გავეშებული ძაღლების უზარმაზარი ხროვის თავდასხმები). აი, მინიატურული ბიჩონები და პინჩერები კი აბსოლუტურად სხვა დანიშნულების გამო ახლდნენ იმ პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო მეომრებს ლაშქრობებში.
ზემოაღნიშნულ გარემოებას ორი მნიშვნელოვანი „მიზეზი” გააჩნდა… დაასახელეთ ის ორი „მიზეზი”, რის გამოც მიჰყავდათ ამ ორი დეკორატიული სახეობის ძაღლები რომაელ ლეგიონერებს შორეული ლაშქრობების ჟამს?! – (ავტორი გენია.ჯი)
ბიჩონი
პინჩერი
* * * * * * *
პასუხი: ბიჩონისა და პინჩერის დეკორატიული ჯიშის ძაღლები გაწვრთნილნი იყვნენ იმაზე, რომ დაჭრილი ჯარისკაცებისათვის ბრძოლების შემდეგ ჭრილობები აელოკათ და ამ გზით დაეჩქარებინათ მათთვის იარების მორჩენა. – (ავტორი გენია.ჯი)