კრისტიან იურგენსენ ტომსენი – „ეპიზოდი”
ვისაც კი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიისათვის გადაუვლია თვალი, მისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პლანეტის ისტორიის პირველყოფილი ეტაპები. ეტაპები, რომლებსაც დღეისათვის მეცნიერება – „ქვის ხანა”-ს, „ბრინჯაოს ხანა”-სა და „რკინის ხანა”-ს უწოდებს. (ავტორი გენია.ჯი) თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ ანალებს, მაშინ პირველყოფილი ისტორიის ეტაპების ასეთი სისტემით დაყოფა სრულიად ლოგიკური და გამართლებული გახლავთ. თავის მხრივ კი, აღნიშნული კონცეფციის „მამად” დანიელი არქეოლოგი - კრისტიან იურგენსენ ტომსენი (1788-1865 წლები) გახლავთ მიჩნეული.
კოპენჰაგენში არსებული დანიის ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა 1836 წელს ოფიციალურად წარუდგინა და გააცნო თავისი კონცეფცია მსოფლიო საზოგადოებას. დანიელმა არქეოლოგმა კაცობრიობის ისტორიის პერიოდიზაციის სისტემის ფორმალიზაციის შემუშავების პროცესში უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღო ძირითადი მასალა შრომის იარაღისა, რომლისგანაც მზადდებოდა იგი ისტორიის პირველყოფილ ეტაპებზე. თანმიმდევრობით თუ მივყვებით ისტორიის დინებას, პირველად ადამიანმა შრომის იარაღი ქვისგან შემქნა, რასაც გარკვეული დროის მონაცვლეობით ჯერ ბრინჯაო, შემდეგ კი რკინა ჩაენაცვლა. სახელებიც შესაბამისი უწოდა ტომსენმა სამ პერიოდად გაყოფილ ეტაპებს კაცობრიობის ისტორიისა – „ქვის ხანა”, „ბრინჯაოს ხანა” და „რკინის ხანა”. – (ავტორი გენია.ჯი)