მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი) – „ეპიზოდი”
„რაც უფრო ნაკლებად ესწრაფოდა დიდებას, დიდება მით უფრო სდევდა მასო”, – ამბობდნენ ერთ-ერთი უდიდესი ძველ რომაელი სახელმწიფო მოღვაწისა და ორატორის – მარკუს პორციუს კატონი „უმცროსი”-ს (ძვ.წ.აღ-ით 95-46 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. და მართლაც რომ, დიდებული ადამიანი იყო იგი. „საკუთარ სინდისთან გარიგებაზე არასოდეს მივდივარო”, – იტყოდა ხოლმე და საკუთარივე სინდისიერი საქციელების ჩვენებით ცდილობდა რომაელთათვის მაგალითის მიცემას. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: მეორე პუნიკურ ომში განცდილი მარცხი რესპუბლიკას აიძულებდა ახალი არმია შეეკრიბა, რათა კართაგენელი ჰანიბალისათვის საკადრისი პასუხი მიეზღო. ეს კი, თავის მხრივ, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ასეთ რთულ ვითარებაში თანამემამულებისათვის ეკონომიის მაგალითი რომ ეჩვენებინა, მან არა მარტო საკუთარი ჩაცმის სტილში, არამედ სენატორთა ჩაცმის სტილშიც კი შეიტანა ცვლილება: კატონის ინიციატივით რომის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც სენატორებს ძვირფასი ნაჭრისაგან შეკერილი ძვირადღირებული თეთრი ფერის ტოგის ტარებას უკრძალავდა.
ომის დასრულების შემდგომ აღნიშნული კანონი არავის გახსენებია და სენატორებმაც ძველებურად დაიწყეს შემოსვა კანონით აკრძალული თეთრი ფერის მქონე სადღესასწაულო ტოგებით. ერთადერთი სენატორი, ვინაც ამ შემთხვევაში კანონის დაცვის სადარაჯოზე დადგა და კვლავაც გაცრეცილი და იაფფასიანი ტოგით განაგრძო შემოსვა, მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი) იყო. ამ საციელის განგრძობით მან რომაელებს კანონისადმი მოკრძალებისა და პატივისცემისაკენ მოუწოდა.
„ის ისე იქცევა და საუბრობს, თითქოს პლატონის იდეალურ სახელმწიფოში ცხოვრობდეს და არა რომულუსის ნაძირალა შთამომავლებს შორისო”. – ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩნდა გენიალურ ციცერონს (ვინაც შესანიშნავად იცნობდა რომაელების შინაგან სამყაროს) კატონის მიმართ. არც ცდებოდა, რაც მოგვიანებით მარკუსის სუიციდამდე მიყვანის ფაქტმაც დაადასტურა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, კატონი და ციცერონი თანაპარტიელები იყვნენ (ოპტიმატების პოლიტიკური პარტია). მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროება რომ არა, ისინი ერთმანეთის გვერდით ვერ დადგებოდნენ, რადგან ციცერონს ძალიან აღიზიანებდა „ზედმეტად კარგ ადამიანად” წოდებული კატონის მიერ თავისი ფანატიკური პოზიციების შეუპოვრად დაცვა, მეორეს მხრივ, კატონი სახელოვან თანაპარტიელს „უპრინციპო ადამიანად” მოიხსენიებდა და პოლიტიკურ პროსტიტუციაშიც კი სდებდა ბრალს.