იცით თუ არა, რომ?!

1. იმის გამო, რომ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის ხარჯები დაეფარა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ძველ ბერძენ ინტელექტუალ ფილოსოფოსს – პლატონს, რამდენიმე ხნის განმავლობაში ვაჭრობითაც კი დაკავდა. ცნობილია, რომ ამ მიზნით იგი ეგვიპტეში ჰყიდდა – ზეითუნის უნიკალური თავისებების მქონე ზეთს, რომელსაც თავის მხრივ, დიდი გასავალი გააჩნდა ფარაონთა ქვეყანაში. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. დიდი ძველ რომაელი ორატორი და ადვოკატი – მარკუს ტულიუს ციცერონი, ვისაც მეტად ძლიერი ხმა ჰქონია თურმე, თავისი მგზნებარე და დაძაბული სიტყვის წარმოთქმისას მუდამ ისე მაღლა უწევდა ხმას, რომ მის ჯანმრთელობას ეს ერთგვარ საფრთხესაც კი უქმნიდაო, – გვამცნობდა პლუტარქე.

* * *

3. „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” გენიალური ინგლისელი ავტორი – ისააკ ნიუტონი, ალქიმიით მთელი 30 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.

* * *

4. ძვ.წ.აღ-ით VII-VI საუკუნეებში მოღვაწე დიდი ათენელი კანონმდებლისა და რეფორმატორის – სოლონის მიერ შემოღებული ერთ-ერთი კანონი – მიცვალებულების აუგად ხსენებას კრძალავდა.

* * *

5. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ტაჯიკეთში თითქმის ყველა ოჯახი მრავალშვილიანია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. მაშინ, როდესაც „ისთმურ თამაშებში” გამარჯვებულები ელადაში – 100 დრაქმით ჯილდოვდებოდნენ, „ოლიმპიურ თამაშებში”გამარჯვებულებს ჯილდოდ – 500 დრაქმა გადაეცემოდათ, რაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ანტიკური ხანის ბერძნები ოლიმპიურ თამაშებს.

* * *

7. არის ცნობები იმის შესახებ, რომ ასტროლოგიით გატაცებული გენიალური იტალიელი სწავლული და მეცნიერი – გალილეო გალილეი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მკითხაობდა. მაშასადამე ფულს იმაში იღებდა, რომ მსურველთათვის თავიანთი მომავალი ბედი ეწინასწარმეტყველა.

* * *

8. „ქალები ახალგაზრდობის შეგრძნებას მჩუქნიანო”, – ხშირად ამბობდა გენიალური ესპანელი მექალთანე მხატვარი – პაბლო პიკასო.

* * *

9. დიდი ამერიკელი მსახიობი – ჯეკ ნიკოლსონი, ჰოლივუდის სხვა მსახიობთაგან განსხვავებით, ერთადერთხელ გახლავთ ნაქორწინევი. თუმცა კი აქვე შევნიშნოთ, რომ მას ოთხი სხვადასხვა ქალისაგან ჰყავს 5 შვილი.

* * *

10. შუამდინარეთში არსებული ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიური მდინარის – ტიგროსის ასაკი დაახლოებით 900 000 წელია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>