რინა ზელიონაია – „ეპიზოდი”

ყველასათვის საყვარელი საბჭოთა სატელევიზიო ფილმის – „ბურატინოს თავგადასავალი”-ს ერთ-ერთი ცნობადი პერსონაჟის – „კუ ტორტილას” განმასახიერებელ კინოსა და თეატრის პოპულარულ საბჭოთა მსახიობ ქალს – რინა ზელიონაიას (1901-1991 წლები), ვინაც თავისი კარიერა როგორც ესტრადის მომღერალმა დაიწყო და 85 წლის ასაკში დაასრულა როგორც მსახიობმა, ერთი მეტად მიუღებელი და უცნაური თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ეს იმაში მდგომარეობდა, რომ მას საშინლად არ უყვარდა დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიებზე დასწრება. შედეგად, რინა არასოდეს აცილებდა უკანასკნელ გზაზე არავის ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი. მათ შორის ზელიონაია ამ მოტივით არ გამოთხოვებია ისეთ უახლოეს ადამიანებსაც კი, როგორებიც იყვნენ მისი მეუღლე, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორი – კონსტანტინე თოფურიძე და რინას ერთგული მეგობარი, დიდი რუსი მსახიობი ქალი – ფაინა რანევსკაია. ის კი არადა, მას საშინლად სძულდა ყოველგვარი მოგონება. ამიტომაც დაუბარებია ანდერძად – „აღარასოდეს მომიგონოთ სიკვდილის შემდეგო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კონსტანტინე თოფურიძე

რინა ზელიონაია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>