ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”

„მსოფლიო მიზიდულობის კანონის” გენიალური ინგლისელი ავტორის – სერ ისააკ ნიუტონის (1642-1727 წლები) დიდებული ბიბლიოთეკა – 1 620 წიგნისაგან შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ამ უდიდესი ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და ასტრონომის მფლობელობაში არსებული წიგნების სრული შემადგენლობიდან მხოლოდ 16 % იყო მიძღვნილი ფიზიკაზე, მათემატიკასა და ასტრონომიაზე. სამაგიეროდ, ნიუტონის ბიბლიოთეკა ერთობ მდიდარი გახლდათ ალქიმიის წიგნებით. ცნობილი ფაქტია, რომ ალქიმიისადმი ინტერესს ისააკი საგულდაგულოდ მალავდა გარე თვალთაგან. თუმცა მისი ინტერესი რომ ძალიან მაღალი გახლდათ ამ მეცნიერებისადმი, სწავლულის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი 140 წიგნიც მოწმობს ალქიმიაზე.

ღვთისმეტყველება და ფილოსოფია ნიუტონის უნიკალურ ბიბლიოთეკაში 30 წიგნით იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ისააკის წიგნთსაცავი შედგებოდა 30 სხვადასხვა ენაზე გამოცემული ქრისტიანთა წმინდა წიგნის – „ბიბლიისგანაც”, რაც დამეთანხმებით, რომ ბევრის მეტყველი ფაქტია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>