კარლოს V – „ეპიზოდი”
XVI საუკუნეში საღვთო რომის იმპერია დედამიწის უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო განფენილი. იგი აერთიანებდა და აკონტროლებდა არა მხოლოდ ევროპის ბევრი ქვეყნის ტერიტორიებს, არამედ ამერიკის კონტინენტებზე არსებულ რიგ მიწებსაც კი. (ავტორი გენია.ჯი) იმპერიის ბირთვს გერმანია წარმოადგენდა. თუმცა მის ფარგლებში ასევე შედიოდა იტალიის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილები, ესპანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონი, ბალკანეთი, დასავლეთ სლავური ქვეყნები… იმ პერიოდში რომის საღვთო იმპერიას ანუ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტერიტორიას მართავდა ცხარე კერძებისა და ხორცეულის განსაკუთრებულად მოყვარული იმპერატორი – კარლოს V ჰაბსბურგი (1500-1558 წლები), ვინაც ბედის ირონიით – საპირფარეშოში მოევლინა ქვეყნიერებას. ჭეშმარიტად კოსმოპოლიტი იმპერატორი იმდენად იწონებდა თავს ზეაღნიშნული გარემოებით, რომ ერთხელ ამაყად დაუტრაბახებია კიდეც უცხოელ ელჩთა თანდასწრებით – „ჩემს სახელმწიფოში მზე არასოდეს ჩადისო”. – (ავტორი გენია.ჯი)