ლადო ასათიანი წერდა…
„ზოგიერთები, იმის გამო, რომ ხეირიანი ხმის იოგები აქვთ, ხალხის სახელით ლაპარაკის მონოპოლიას იჩემებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოდესმე მწვერვალზე ასვლა სანატრელია… ერთხელ კი მოვესწრო ასვლას და, მერე თუ ჩამოვგორდები, ეგ არაფერია, ერთხელ ხომ გადმოვიხედავ იქიდან, ერთი წუთით… მაგრამ, არა! თუ მწვერვალზე ავედი, ასე ადვილად ვერავინ ჩამომაბრძანებს”.
* * *
„მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ – მარაბდა!”
* * *
„ლეონარდოს „საიდუმლო სერობა” სვეტიცხოვლის კედელზე რომ ეხატოს, რა დიდებული საქმე იქნებოდა!”
* * *
„ფიქრი სად არ წაგიყვანს? ხან ბრძენს გაგხდის, ხან გაგასულელებს”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისრამიანი”-ს ტკბილქართულის მოსმენა და „ქილილა და დამანა”-ს კითხვა ნუ მომეშალოს კუბოს კარამდე!”
* * *
„არავის მტრობა არ მიფიქრია”…
* * *
„გაუმარჯოს ზღვას, სიცოცხლეს, პოეზიას და სიყვარულს, გაუმარჯოს ულამაზეს ქვეყანას – საქართველოს”.
* * *
„საზიზღარია დაქირავებული პოეტი”.
* * *
„იყო და არა იყო რა… იყო ერთი… მართლაც ზღაპარია ჩვენი ცხორება!” – (ავტორი გენია.ჯი)