ლადო ასათიანი – „წარწერა ბარათაშვილის წიგნზე”
მე მახარებს, როცა ძველი
წამოდგება უცებ,
და ახალის შუქნათელით
გაანათებს ფურცლებს.
მე მახარებს, შენ გიტაცებს,
და ნუ მკითხავ, რატომ,
თუ ამ ძვირფას წიგნის ყდაზე
წააწერა ლადომ?
თუ რად უყვარს ასათიანს
ასე მძაფრად ძველი?
ო, ნუ მკითხავ, ამას გეტყვის
თვით ცხოვრება ჩვენი.
ვთქვათ უბრალოდ:
აწ გარდასულთ უკეთესი მოვლა,
ვთვათ უბრალოდ:
- ბარათაშვილს საუკუნო ხსოვნა!