ჟიულ ვერნი – „ეპიზოდი”
სათავგადასავლო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი კლასიკოსის - ჟიულ გაბრიელ ვერნის (1828-1905 წლები) შემოქმედებას იმთავითვე უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნდა. საბედნიეროდ, სხვა უამრავი მისი სახელოვანი კოლეგისგან განსხვავებით, იგი სიცოცხლეშივე იქნა სათანადოდ დაფასებული როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ფრანგ ლიტერატორს საჯაროდ გადაუხადა მადლობა მის ნაწარმოებში წარმოჩინებული მორალური სისუფთავისათვის. ვენეციის სასტუმროში დაბინავებულ ვერნის კი ადგილობრივმა მოსახლეობამ სულაც პატივისცემის ნიშნად, ფანჯრის წინ ჩირაღდნებით სპეციალური ცეცხლოვანი მსველობა მოუწყო, რამაც გულწრფელად გაახარა და აღაფრთოვანა ფრანგი მწერალი.
ამიენში, სადაც თავისი აღსასრული ჰპოვა ვერნიმ, ლიტერატორს ყველა კარგად იცნობდა. ქალაქის მოსახლეობამ ისიც კარგად უწყოდა, რომ მისი სახლის ფანჯარაში სინათლის ანთება ყოველთვის ასწრებდა ხოლმე ჩვენი მანათობელის – მზის ამოსვლას. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ ჟიული შემოქმედებით მუშაობას შეუდგა. თუმცა-კი, სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე იგი შუქს მხოლოდ ჩვეულების გამო თუ ანთებდა, რადგან მუშაობა აღარ შეეძლო. თავისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე ხომ ლიტერატორს სინათლე თვალში უკვე უკიდურესად ჰქონდა დაშრეტილი. იგი თითქმის ვეღარაფერს ხედავდა… მიუხედავად ამისა, ჩვეულებას მაინც არ ღალატობდა სიკვდილამდე. – (ავტორი გენია.ჯი)