ძველი რომი – „ეპიზოდი”
რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, რომ ძველ რომაელებს ფრინველის ხორცის საკვებ პროდუქტად გამოყენება განსაკუთრებით უყვარდათ, რის გამოც დრო და დრო აფართოებდნენ ორნითოლოგიის გასტონომიულ ფარგლებსო. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ისეთი ეგზოტიკური ფრინველისაგან, როგორიც გახლავთ ფარშავანგი, რომაელებმა კერძების დამზადება ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 55 წელს დაიწყეს; ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში „მარადიული ქალაქის” გურმანმა და შეძლებულმა მოქალაქეებმა თავიანთი სუფრა ყარყატის ხორცით შეავსეს; ამას თან მოჰყვა ფლამინგოების, წეროების, აფრიკული სირაქლემებისა და თუთიყუშების ხორცის საკვებ პროდუქტად დამატება; იმპერატორის ტიბერიუსის ხელისუფლებაში ყოფნის ჟამს, მდიდარი რომაელების ხვავიერი სუფრები მგალობელი ფრინველების ხორცითაც გაჯერდა. ისინი საკვებად გამოიყენებდნენ ჯადოსნური ხმოვანების მქონე – ბულბულებს, შაშვებსა და ტოროლებს.
გარდა ფრინველებისა, ძველი რომაელი არისტოკრატები სათანადოდ „აფასებდნენ” ცხოველურ ხორცეულობასაც. განსაკუთრებით მაინც ეტანებოდნენ, ეგზოტიკური ცხოველებისაგან დამზადებულ კერძებს. ამიტომაც იყო მათი სუფრა ხშირად „დამშვენებული” შემწვარი ნიანგებითა და დაბრაწული გარეული ტახებით. – (ავტორი გენია.ჯი)