პოლ სეზანი – „ეპიზოდი”

„იგი ყველა ჩვენთაგანის მამას წარმოადგენსო”, – ასეთი განცხადება გააკეთეს თავის დროზე სახვით ხელოვნებაში პოსტიმპრესიონიზმის გენიალური ფრანგი ფუძემდებლის – პოლ სეზანის (1839-1906 წლები) შესახებ ისეთმა მეტრებმა, როგორებიც იყვნენ – პაბლო პიკასო და ანრი მატისი. (ავტორი გენია.ჯი) რიგმა გვიანდელმა ავტორებმა მას – „ხელოვნების კარლ მარქსიც” უწოდეს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ დედისერთა სეზანი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება იყო. გარდა სახვითი ხელოვნებისა, იგი ასევე გატაცებული გახლდათ პოეზიითაც. მის მიერ დაწერილ ლექსებს იგი ხშირად უმძღვარებდა თავისი ახლო მეგობრის – ემილ ზოლასადმი მიწერილ პირად წერილებს. ბრწყინვალედ ერკვეოდა კლასიკურ ლიტერატურაში და საფუძვლიანად ფლობდა ლათინურ ენას.

პოლ სეზანი, ვისაც ყოველთვის დიდი შიში და რიდი გააჩნდა მამისა, ძალიან განსხვავდებოდა თავისი იმ დროინდელი კოლეგებისაგან. მათი უმრავლესობისაგან განსხვავებით, იგი არასოდეს აბამდა სასიყვარულო ურთიერთობებს საეჭვო ყოფაქცევის ლამაზმანებთან და არც არასდროს არ სტუმრობდა საროსკიპოებს; არ სვამდა აბსენტს (არადა როგორი პოპულარული იყო მაშინ); არ დადიოდა კაფეებსა და ბარებში და არ სჩადიოდა ისეთ სისულელეებს, როგორებითაც ხშირად „ანებივრებდნენ” მისი კოლეგები საზოგადოებას. დროის გასვლასთან ერთად, ხასიათი მას კიდევ უფრო უუარესდებოდა: ყოველგვარი პომპეზურობის მოძულე ხელოვანს არ უყვარდა კოლეგა მხატვრები. განსაკუთრებით მაინც ისინი, რომლებიც მასზე გაცილებით წარმატებულნი იყვნენ.

პოლ სეზანმა ამ ქვეყნად 1 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დატოვა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ უამრავი ნამუშევარი მას მრისხანების მოვლის ჟამს ჰქონდა პირადად განადგურებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>