უილიამ ტერნერი – „ეპიზოდი”
წყლის სტიქიის განსაკუთრებულად მოტრფიალე დიდი ინგლისელი მხატვარი, რომანტიკული პეიზაჟის დიდოსტატი და გრავიორი - ჯოზეფ მელორდ უილიამ ტერნერი (1775-1851 წლები), ვისი შემოქმედებაც ხშირად ექვემდებარებოდა როგორც ქებას, ისე კრიტიკას, ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მხატვრად არის მიჩნეული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) თავისი არც თუ ისე ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში (იგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა) ხელოვანმა ზეთის საღებავებით 550 ტილო, ხოლო აკვარელში 2 000 სურათი დახატა. გარდა ამისა, იგი ავტორია 30 000 ნახატისა, რომელიც ქაღალდზე აქვს შესრულებული.
უილიამი, ვისაც ექსცენტრიული პიროვნების რენომე გააჩნდა, შესანიშნავად ათვითცნობიერებდა საკუთარი ნიჭის სიდიადეს და საკმაოდ კარგ გასამრჯელოსაც იღებდა თავის ნამუშევრებში. ის კი არადა, იმ მუზეუმებს, რომლებსაც მისი სურათების გამოფენა სურდათ თავიანთ საგამოფენო დარბაზებში, ტერნერი წინაპირობებსაც კი უყენებდა. ასე მაგალითად: უილიამი 14 წლის ასაკში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც პირველად იხილა გენიალური ფრანგი მხატვრის – კლოდ ლორენის საყოველთაოდ ცნობილი ტილო, სახელწოდებით – „საბის დედოფლის გამგზავრება ნავსადგურიდან”. იგი აღაფრთოვანა ნანახმა და იქვე შენიშნა, რომ თავად ვერასოდეს გადმოსცემდა იმ ფერებს ტილოზე, რომელიც ლორენმა წარმოადგინა ზემოაღნიშნულ ნამუშევარში. მიუხედავად ამისა, უილიამმა იგივე ტილოს სიუჟეტის მქონე საპირწონე სურათი მაინც დახატა და სახელად – „დიდონა, კართაგენის დამაარსებელი” უწოდა. ამ ტილოს ფერმწერი თავისი შემოქმედების საუკეთესო ქმნილებად მიიჩნევდა და მართალიც იყო, რადგან ტერნერის ნახატმა იმთავითვე დიდი მოწონება ჰპოვა სახვითი ხელოვნების მცოდნეებსა და მოყვარულებში. შედეგად, სურათის მიმართ ინტერესი გამოხატა ინგლისის ეროვნულმა გალერეამ. გალერეის ადმინისტრაციის სურვილი იყო, „დიდონა, კართაგენის დამაარსებელს” მის დარბაზებში დაედო ბინა. და სწორედ მაშინ წამოუყენა ჯოზეფმა თავისი წინაპირობა გალერეის ადმინისტრაციას: იგი იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა თავისი პოპულარული ტილოს განთავსებას ინგლისის ეროვნულ გალერეაში, თუ მას ტერნერის ფავორიტი ტილოს გვერდით მიუჩენდნენ საპატიო ადგილს. გალერეის ხელმძღვანელობამ ავტორის წინაპირობა დააკმაყოფილა და მისი ნამუშევარი კლოდ ლორენის ცნობილი ტილოს გვერდით გამოფინა. – (ავტორი გენია.ჯი)
„დიდონა, კართაგენის დამაარსებელი” – (უილიამ ტერნერი)
„საბის დედოფლის გამგზავრება ნავსადგურიდან” – (კლოდ ლორენი)
კლოდ ლორენი