ედუარდ VII – „ეპიზოდი”

სიყმაწვილის ასაკში მყოფი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მომავალი მეფე - ედუარდ VII (1841-1910 წლები), ფრიად „განებივრებული” ყავდათ მონარქ-მშობლებს მასწავლებელთა სიმრავლით. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ საგანს – „ღვთისმეტყველებას” პრინცს სასულიერო პირი ასწავლიდა. ერთ დღეს პედაგოგად ქცეული სასულიერო პირი ედუარდს შემდეგ რამეს უხსნიდა – „თქვენო უდიდებულესობავ, ამ სამყაროში არსებობს რაღაც ისეთი, რომელიც თვით მეფეზე მაღლაც კი დგასო”.

კეთილ პასტორს სურდა ყმაწვილი ედუარდის შეგნებამდე დაეტანა ის, რომ მეფის ძალაუფლებაზე გაცილებით მაღლა ზეციური ძალები და ღვთის ნება იდგნენ… „ – ვიცი, ვიცი, – მოულოდნელად საუბარი შეაწყვეტინა პრინცმა მოძღვარს, – მეფეზე მაღლა ტუზი დგას!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>